სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის, რომელშიც "ბორჯღალოსნები" შინ რუსეთს ეთამაშებიან, გაფართოებული 36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემოდგომის ერთა თასის შემდეგ შემადგენლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო არაერთი ცვლილება მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია ზურაბ ჟვანიას ნაკრებში დაბრუნება, რომელსაც "ბორჯღალოსნების" რიგებში 2019 წლის მარტის შემდეგ აღარ უთამაშია. "ზუზუმ" ბოლოს ნაკრებში სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთბაშად ათი დებიუტანტია: უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა სუხაშვილი, ირაკლი ცხადაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა, ოთარ ლაშხი და თემურ კოხოძე.
"ზურას დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება წაგვადგება.
გვსურდა ძირითადი ბირთვი ისეთივე ყოფილიყო, როგორიც „შემოდგომის ერთა თასზე“ გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის. შემოდგომის გაფართოებული რაზმიდან ათი მორაგბე გვაკლია, რისი მიზეზი ძირითადად ტრავმებია. გარდა ამისა, პრობლემები შექმნა პანდემიამ, როგორც მოთამაშეთა დროულად ჩამოსვლის, ასევე კლუბებთან ურთიერთობის კუთხით.
ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი მოთამაშეები გავსინჯოთ, მაგრამ ამისთვის თავადაც უნდა იყვნენ მზად. წელიწადში სულ 11 თამაშს ვატარებთ, მნიშვნელოვანია გუნდის შეთამაშებაც და არ გვაქვს იმის ფუფუნება, სანაკრებო მატჩები სასელექციო შეხვედრებად ვაქციოთ.
შეკრება საქართველოშია და გვაქვს იმის შესაძლებლობა, გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბე გვყავდეს. რა თქმა უნდა ყველა უკეპო მორაგბე რუსეთთან 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება. ჩვენ მათ დავაკვირდებით ეტაპობრივად, ყველა მიიღებს შანსს.
გამოვიძახეთ ახალგაზრდა ბურჯები, რომელთა საქმეში ხილვა გვსურდა. საფრანგეთში ახალგაზრდა ბურჯები მრავლად გვყავს და ვეცდებით, რომ ყველას მივცეთ შანსი. გამოძახებულია ირაკლი ცხადაძე, რომელსაც ჯერ კიდევ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით, მაგრამ ჰქონდა ტრავმები. ახლა ის უკვე ტოპ 14-ში თამაშობს და ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. სათამაშო კვირაში დავაკვირდებით ყველას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ტრავმების გამო გასულ კვირაში ვერ ივარჯიშეს სანდრო თოდუამ, ლაშა ლომიძემ და სანდრო სვანიძემ, რაზეც "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: "სამწუხაროდ, სასელექციო შეკრებაზე სამი მორაგბე ტრავმით გამოცხადდა და ვერ ივარჯიშეს. კიდევ ორი მოთამაშე ლიმიტირებული იყო და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბმა ეს კვირა დაგეგმარებისთვის გამოვიყენეთ. ვეცადეთ სათამაშო კვირა ისე გაგვეწერა, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს."
შეგახსენებთ, რომ საქართველო - რუსეთის მატჩი 7 თებერვალს 15 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. შეხვედრა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.