მონპელიეს ექვსმატჩიანი წაგებათა სერია ახალგაზრდა ქართველმა ბურჯებმა არ შეაწყვეტინეს (VIDEO)

მონპელიეს ექვსმატჩიანი წაგებათა სერია ახალგაზრდა ქართველმა ბურჯებმა არ შეაწყვეტინეს (VIDEO)

ტოპ 14-ის მეთხუთმეტე ტურის გახსნით მატჩში "მონპელიე" "სტად ალტრადზე" "რასინგ 92"-ს დაუხვდა და 22:24 დამარცხდა.

"მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ნაკრების ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებიც 35-ე წუთზე შეცვალეს. თადარიგში იყო ცხრა ნომერი გელა აფრასიძე, რომელსაც თამაშის საშუალება არ მისცემია. პარიზელთა მარქაფაში კი გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი იყვნენ. ხარაიშვილი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გოგიჩაშვილი 55-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ქართველი ბურჯები თამაშში ძალიან კარგად ჩაერთვნენ და მათი დიდი დამსახურებაა, რომ "რასინგ 92"-მა გამარჯვების მოპოვება მოახერხა. 78-ე წუთზე, როდესაც "მონპელიე" ერთი ქულით იგებდა, ახალგაზრდა ქართველმა ბურჯებმა იყოჩაღეს და მოწინააღმდეგე მისსავე შერკინებაში დააჯარიმეს (იხილეთ ეპიზოდი 3:08 წუთიდან), ჯარიმა კი ანტუან ჟიბერმა გაიტანა და პარიზელებს გამარჯვება მოუპოვა.

"მონპელიე" ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა და 22 ქულით გასავარდნ, პლეი-აუტის ზონაში დარჩა, ხოლო "რასინგ 92" 46 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)