სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის მეთხუთმეტე ტურში "ბრივი" "სტად მუნისიპალზე" "ტულონს" დაუხვდა და 25:23 აჯობა.
მასპინძელთა განაცხადში ოთხი ქართველი მორაგბე იყო, რომელთაგან სამს მოუწია თამაში. ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც 50-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად სოსო ბეკოშვილი გამოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ჯაფარიძის დაზიანება. სასტარტო თხუთმეტეულში იყო ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც 59-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო თედო აბჟანდაძე თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია. ტულონელეთა რიგებში კი 49-ე წუთზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც 67-ე წუთზე "ბრივის" დალელოვება მოახერხა.
მასპინძლებმა ტაიმი 19:13 მოიგეს. 54-ე წუთზე კი "ტულონს" დანკან პაიაუა წითელი ბარათით გაუძევეს, ენცო ერვემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და "ბრივი" 12 ქულით წინ გავიდა. მასპინძლებმა თითქოს თამაშის მოგება გაინაღდეს, მაგრამ კაცნაკლულმა მეტოქემ ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი გიგაშვილმა ლელო დადო, რომელიც სონატანე ტაკულუამ გარდასახა და სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ "ბრივს" ძალიან გაუმართლა, რადგან მატჩის 78-ე წუთზე სოსო ბეკოშვილი დაჯარიმდა, რომელიც ბოჭვის არეალიდან გაცლას ცდილობდა, მაგრამ უნებურად ცხრა ნომერს ბურთის გამოტანაში შეუშალა ხელი. კარიდან შორი არ იყო, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხე იყო და ბრიველთა სასიხარულოდ, ტაკულუამ კარს ააცილა. შედეგად, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
"ბრივმა" 34 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება და გასავარდნ, პლეი-აუტის ზონას უკვე 12 ქულით მოცილდა. "ტულონი" კი 43 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.