ლუი პიკამოლი მონპელიეს დატოვებს და კარიერას ბორდოში განაგრძობს

ლუი პიკამოლი მონპელიეს დატოვებს და კარიერას ბორდოში განაგრძობს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე ლუი პიკამოლი მიმდინარე სეზონის ბოლოს "მონპელიეს" დატოვებს და კარიერას "ბორდოში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

პიკამოლმა, რომელსაც თებერვალში 35 წელი შეუსრულდება, "ბორდოსთან" კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და შესაბამისად, ჟირონდაში მინიმუმ 2022 წლის ივნისამდე დარჩენა, ხოლო მეორე შემთხვევაში 2023 წლის ივნისის ბოლომდე.

ამრიგად, იმ შემთხვევაში თუ ბექა გორგაძე "ბორდოში" დარჩება, პიკამოლი 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველი მორაგბის ახალი კონკურენტი იქნება. 

პიკამოლმა საფრანგეთის ნაკრების კვართით 2008-2019 წლებში 82 შეხვედრა ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა, ხოლო "მონპელიეს" ღირსებას 2004-2009 იცავდა, შემდეგ კი "სტად ალტრადზე" 2017 წელს დაბრუნდა. მას ჯამში "მონპელიეს" რიგებში 119-ჯერ უთამაშია და 33 ლელო დადო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)