სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© მარიამ გაგნიძე
დღეს დიდი 10-ის "ა" ჯგუფის მეექვსე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. რუსთავში ადგილობრივი "ხარები" თბილისის "ლოკომოტივს" დაუხვდა და ფრედ 18:18 ეთამაშა. ეს იყო პირველი შემთხვევა წლევანდელ სეზონში, როდესაც "ა" ჯგუფში შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრები ჯარიმით ბექა წიკლაურმა დააწინაურა, რასაც მალევე მე-10 წუთზე რუსთაველთა ლელო მოჰყვა, რომელიც ვაჟა ხუციშვილის ანგარიშია. გარდასახვაც თავად ცხრა ნომერმა შეასრულა ზუსტად. "რკინიგზელებმა" მეტოქეს სათანადო პასუხი ორიოდე წუთში გასცეს, მშვენიერი კომბინაცია გიორგი შკინინის ლელოთი დასრულდა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მარტში 38 წელი უსრულდება, სისწრაფე კვლავ არ დაუკარგავს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან მეტოქის დაცვა გაარღვია, 35 მეტრი გაირბინა და ბურთი ლელოში დაამიწა. გარდასახვა წიკლაურმა გაიტანა. 23-ე წუთზე კი ფარნა გასვიანმა რუსთაველთა ლელო მეორედ აიღო და ტაიმი 10:15 დასრულდა.
მეორე ნახევარის დასაწყისში წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სტუმრები 8 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა "ხარებმა" ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო: 63-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო 66-ე წუთზე მოლიდან დემეტრე ცაბაძემ დაალელოვა მეტოქე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 18:18.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.