ესპანეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ოთხ დებიუტანტს უხმო

ესპანეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ოთხ დებიუტანტს უხმო

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის, რომელშიც "ლომები" მადრიდში 7 თებერვალს პორტუგალიას უმასპინძლებენ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სანტიაგო სანტოსმა პორტუგალიასთან მატჩისთვის ოთხ დებიუტანტს უხმო. ესენი არიან: "ალბის" 31 წლის ბურჯი ბასტიენ დედიუ, "დაქსის" 26 წლის მესამეხაზელი ბრაის ფერერი, "ბარსელონას" 24 წლის არგენტინული წარმოშობის მესამეხაზელი ფაკუნდო დომინგესი და "ბაიონის" 22 წლის შუამარბი მანუელ ორდასი.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)