რუმინეთი - ბელგიის მატჩი 7 თებერვალს აღარ გაიმართება

რუმინეთი - ბელგიის მატჩი 7 თებერვალს აღარ გაიმართება

"რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც რუმინეთის ნაკრებს 7 თებერვალს კრაიოვაში ბელგიისთვის უნდა ემასპინძლა, აღარ ჩატარდება. 

ბელგიის რაგბის კავშირმა "რაგბი ევროპას" აცნობა, რომ ბელგიის ხელისუფლება ბელგიის სარაგბო ნაკრებს უფლებას არ აძლევს, რომ იმოგზაუროს რუმინეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუმინეთში არ არსებობს შეზღუდვები რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებთან დაკავშირებით. 

"რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭო მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიკრიბება, რათა გადაწყვიტონ, თუ რა ღონისძიება უნდა გატარდეს აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით და რა გავლენას მოახდენს ტურნირზე. შემდგომი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)