სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პარასკევს პრო დ2-ის მე-18 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომლებში მონაწილეობასაც 11 ქართველი მორაგბე მიიღებს.
"ვალანს რომანსი" საკუთარ მოედანზე "ანგულემს" დაუხვდება. ვალანსელთა ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული, ხოლო სტუმართა სასტარტო თხუთმეტეულში მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილია, რომელმაც ბოლოს ძირითადიდან თამაში ნოემბერში დაიწყო. თადარიგში კი მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იქნება.
"ნევერი" შინ "მონ-დე-მარსანს" ეთამაშება. ნევერელთა მარქაფაშია მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე, რომელსაც წლევანდელ სეზონში სამი ლელო აქვს დადებული. სტუმართა ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი.
"გრენობლი" "სტად დე ალპზე" "ბეზიეს" უმასპინძლებს. მასპინძელთა ძირითადშია მარჯვენა ბურჯი ილია კაიკაციშვილი, ხოლო მარცხენა ბურჯი ნიკა ნეფარიძე თადარიგშია. სტუმართა მარქაფაში გამოჩნდა მარცხენა ბურჯი ჟორჟ სალდაძე, რომელმაც უკანასკნელად სექტემბერში ითამაშა.
"ვანი" საკუთარ კედლებში "პროვანს რაგბის" შეერკინება. პროვანსელთა რეზერვშია მარჯვენა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი.
"კარკასონი" შინ "რუანს" ეთამაშება. ნორმანდიელთა სასტარტოში არიან მარცხენა ბურჯი კარლენ ასიეშვილი და შუამარბი თამაზ მჭედლიძე.
ზემოხსენებული მატჩები თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.