ოფიციალურად: საქართველო - რუსეთის მატჩზე მსაჯთა ბრიგადა შეიცვალა

ოფიციალურად: საქართველო - რუსეთის მატჩზე მსაჯთა ბრიგადა შეიცვალა

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს, რომელშიც საქართველო თბილისში რუსეთს ეთამაშება, ფრანგ მსაჯთა ბრიგადა უნდა მომსახურებოდა: მთავარი არბიტრი 31 წლის პიერ ბრუსე უნდა ყოფილიყო, ხოლო კიდეებიდან სებასტიან მინერი და კრისტოფ ბატსი უნდა დახმარებოდნენ.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველო - რუსეთის მატჩზე ფრანგი მსაჯების ნაცვლად, რუმინელები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი ალექსანდრუ იონესკუ იქნება, რომელსაც საერთაშორისო დონეზე დებიუტი გასულ ნოემბერს ჰქონდა, როდესაც პორტუგალიის და ბრაზილიის ნაკრებების მატჩი განსაჯა. გვერდითი მსაჯები კრისტიან შერბანი და რადუ პეტრესკუ იქნებიან. 

"რაგბი ევროპას" არ განუმარტავს, თუ რატომ მოხდა მსაჯების ცვლილება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უმასპინძლებს 7 თებერვალს 15 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აქამდე ორჯერ გადაიდო. ამავე მიზეზის გამო, მოახლოებული შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)