სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო დ2-ის მე-18 ტურის გახსნით მატჩში "კოლომიე" საკუთარ მოედანზე "ბიარიცს" დაუხვდება.
ამ მატჩში მონაწილეობას ხუთი ქართველი მორაგბე მიიღებს. "კოლომიეს" ძირითად შემადგენლობაში იქნება გამოცდილი მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, ხოლო სტუმარი გუნდის სასტარტო თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯი გიორგი ნუცუბიძე და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია იქნებიან, ხოლო თადარიგში ასევე ქართველი ბურჯები ლუკა აზარიაშვილი და უშანგი ჭეიშვილი არიან, რომლებიც ბასკების თამაშს შეცვლიდან გააძლიერებენ.
აღსანიშნავია, რომ თორნიკე ჯალაღონია ზედიზედ მესამედაა ძირითად შემადგენლობაში და წინა მატჩში სადებიუტო ლელოს დადებაც მოახერხა.
მატჩი 28 იანვარს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას კანალ + სპორტი განახორციელებს. "ბიარიცი" 50 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "კოლომიე" 44 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.