ოფიციალურად: ლეონე ნაკარავა კარიერას ირლანდიაში განაგრძობს

ოფიციალურად: ლეონე ნაკარავა კარიერას ირლანდიაში განაგრძობს

ფიჯის ნაკრების მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა მიმდინარე სეზონის ბოლოს "გლაზგო უორიორსს" დატოვებს და კარიერას "ალსტერში" განაგრძობს.

32 წლის ვარსკვლავმა ირლანდიურ ფრენჩაიზთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნაკარავა "გლაზგო უორიორსში" 2013-2016 წლებში თამაშობდა და 69 მატჩში 8 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი ფრანგულ "რასინგ 92"-ს შეუერთდა, სადაც სამი სეზონის განმავლობაში 86 მატჩი ჩაატარა და მოწინააღმდეგეთა ლელო 23-ჯერ აიღო, შემდეგ კი პარიზულმა კლუბმა კონტრაქტი დისციპლინის დარღვევის გამო გაუწყვიტა (2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ნაკარავამ შვებულება თვითნებურად გაიხანგრძლივა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის ზარებს არ პასუხობდა - ავტ.), რასაც ლეონეს გლაზგოში დაბრუნება მოჰყვა. ნაკარავას ფიჯის ნაკრების კვართით 61-ჯერ უთამაშია და სამ მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)