სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილმა რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა Rugger.Info-მ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლინ ჯონსის ინტერვიუ გამოაქვეყნა.
უელსელი სპეციალისტის თქმით, "დათვების" მიერ 7 თებერვალს "ბორჯღალოსნების" დამარცხების შემთხვევაში, მას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და გმირის წოდების მინიჭება სურს, რომლითაც იური გაგარინია დაჯილდოებული.
- გადაიპარსავთ თუ არა თავს საქართველოს დამარცხების შემთხვევაში?
- არა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა, რომ ვლადიმერ პუტინს შევხვდე და მომცენ გმირის წოდება, როგორც იური გაგარინს (იცინის).
- შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ელემენტი, რომელშიც საქართველო უდაოდ აღემატება რუსეთს?
- პირველი არის ფიზიკური მომზადება. მეორე არის გამოცდილება. იმავე შემოდგომის ერთა თასზე ქართველებს საშუალება ჰქონდათ ეთამაშათ ტოპ გუნდების წინააღმდეგ. მათ ბევრი რამ ისწავლეს ამ თამაშებიდან. მესამე არის თვითდაჯერებულობა, რადგან მათ არასდროს წაუგიათ რუსეთის წინააღმდეგ. ფსიქოლოგია მათ მხარეზეა, მაგრამ ჩემი საქმე სწორედ ის არის, რომ რუს მორაგბეებს მივცე რწმენა, რომ მათ საქართველოს დამარცხება შეუძლიათ.
- შეიძლება თუ არა, რომ ასეთმა ხანგრძლივმა პაუზამ ცუდი როლი ითამაშოს რუსეთის ნაკრებისთვის?
- თითქმის ყველა ქართველი თამაშობს საფრანგეთში, სადაც შუა სეზონია. ვფიქრობ, რომ მოახლოებული მატჩის პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარი იქნება, ხოლო მეორე ნახევარი ჩვენთვის ბევრად რთული იქნება. საქართველოს აქვს უპირატესობა ძალის და გამოცდილების მხრივ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უმასპინძლებს 7 თებერვალს 15 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აქამდე ორჯერ გადაიდო. ამავე მიზეზის გამო, მოახლოებული შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.