კრის ეშტონის ახალი კლუბი ცნობილია

კრის ეშტონის ახალი კლუბი ცნობილია

ინგლისის ნაკრების ყოფილი უკანახაზელი კრის ეშტონი კარიერას "ვუსტერ უორიორსში" განაგრძობს. 

ეშტონი, რომელიც ბოლოს "ჰარლექუინსის" ღირსებას იცავდა, ახალ კლუბს დაუყონებლივ შეუერთდება და "სიქსვეის სთედიუმზე" 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. 

33 წლის უკანახაზელი ინგლისის ნაკრებში 2010-2019 წლებში ასპარეზობდა და 44 მატჩში 20 ლელოს გატანა მოახერხა. ის 39 გატანილი ლელოთი ევროპის ჩემპიონთა თასის ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა. გარდა ამისა, პრემიერშიპში 88 ლელო აქვს დადებული და ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა შორის მესამე ადგილს იკავებს, ხოლო 2017/2018 წლების ტოპ 14-ში 23 მატჩში 24 ლელო გაიტანა და ერთ სეზონში დადებული ლელოების მხრივ, ნაპოლიონი ნალაგას რეკორდი დაამხო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)