სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთის ნაკრების და "რასინგ 92"-ის შუამარბი ვირიმი ვაკატავა 6 ერის სტარტს გამოტოვებს.
ფიჯიში დაბადებულმა 28 წლის მორაგბემ ტრავმა შაბათს "ბორდოსთან" წაგებული შეხვედრის დასაწყისში მიიღო. მას შეხვედრის მე-11 წუთზე ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდში ფეხი ცუდად მოყვა და მის ნაცვლად, მინდორზე საიმონ ზიბო გამოჩნდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვაკატავას დაზიანება სერიოზული გამოდგა და ის 6 ერის დასაწყისს გამოტოვებს. მის ნაცვლად, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიან გალტიემ "ლიონის" 22 წლის შუამარბი პიერ-ლუი ბარასი გამოიძახა, რომელსაც აქამდე "ლე ბლეს" კვართით 2-ჯერ უთამაშია.
საფრანგეთის ნაკრები 6 ერისთვის მზადებას ორშაბათიდან ნიცაში შეუდგა. ისინი პირველ ტურში 6 თებერვალს იტალიას შეერკინებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.