თორნიკე ჯალაღონიას პირველი ლელო პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში (+VIDEO)

თორნიკე ჯალაღონიას პირველი ლელო პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში (+VIDEO)

პრო დ2-ის მეჩვიდმეტე ტურში "ბიარიცი" საკუთარ მოედანზე "მონტობანს" დაუხვდა და 31:3 აჯობა.

"ბიარიცის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ლუკა აზარიაშვილი და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც მარბიელის პოზიციაზე იასპარეზა, ხოლო ბურჯები უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. აზარიაშვილი ნუცუბიძემ 52-ე წუთზე შეცვალა, ასევე 52-ე წუთზე შემოვიდა ჭეიშვილი, ხოლო ჯალაღონია 69-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა ბოლო წუთებზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად, კვლავ გამოჩნდა მოედანზე.

შეხვედრის მე-60 წუთზე თავის გამოჩენა სწორედ თორნიკე ჯალაღონიამ მოახერხა, რომელმაც პროფესიონალურ საკლუბო კარიერაში პირველი ლელო გაიფორმა. მან პრო დ2-ში სულ მესამე შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო ლელოს გატანა მალევე შეძლო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)