სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის დასკვნით მატჩში "ტულონი" "სტად მაიოლზე" "სტად ფრანსეს" დაუხვდა და ბონუსით 35:13 სძლია.
მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც 54-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 77-ე წუთზე მის ნაცვლად შესულმა ემერიკ სეტიანომ ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მინდორზე დაბრუნდა და ბოლო წუთებიც მოედანზე გაატარა. გიგაშვილმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და "მიდი ოლიმპიკის" მიერ შედგენილ ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
პარიზული კლუბის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც მინდორზე 61 წუთი გაატარა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ "სტად ფრანსეს" მე-40 წუთზე ნიკოლას სანჩესი წითელი ბარათით გაუძევეს და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 14 კაცით იყვნენ.
"ტულონმა" 42 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "სტად ფრანსე" 34 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.