ქართველების ბრივმა გასვლაზე უშუალო კონკურენტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (+VIDEO)

ქართველების ბრივმა გასვლაზე უშუალო კონკურენტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (+VIDEO)

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურში ქართველების "ბრივი" გასვლაზე "პოს" დაუპირისპირდა და უშუალო კონკურენტი 32:27 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "პოს" მინიმალური გამარჯვებით 17:16 დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს, მაგრამ "პომ" მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ენცო ჰერვემ სამი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და "ბრივმა" ხუთქულიანი სხვაობით იმარჯვა.

ბრიველთა რიგებში ხუთმა ქართველა მორაგბემ ითამაშა: მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთამდე ითამაშა. ასევე მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და სრულფასოვნად 49-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, მგეზავი თედო აბჟანდაძე და ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე კი 58-ე წუთზე შევიდნენ. 

"ბრივმა" 30 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)