ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის დასკვნით მატჩში სამი ქართველი ითამაშებს

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის დასკვნით მატჩში სამი ქართველი ითამაშებს

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა "სტად მაიოლზე" გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ტულონი" "სტად ფრანსეს" უმასპინძლებს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველ მორაგბეებს ვიხილავთ. "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში იქნება მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელიც გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პარიზელთა რიგებიდან კი სასტარტო თხუთმეტეულში მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი იქნება, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე მოედანზე შეცვლიდან შევა.

ამ მომენტისთვის "ტულონს" 37 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო პარიზელებს სამი ქულით ნაკლები აქვთ და მერვე პოზიციას იკავებენ. შეხვედრა კვირას თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)