სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს დიდი 10-ის "ბ" ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები "ყოჩები" და "აია" დაუპირისპირდნენ. ქუთაისელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და საბოლოო ჯამში, სრულიად დამსახურებული და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი გამოდგა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ჯერ ზურაბ ძნელაძემ, შემდეგ კი ირაკლი სიმსივემ შეძლო მეტოქის დალელოვება, ორივე გარდასახვა კი გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ, მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და 27-ე წუთზე გიორგი ნოდიამ პირველი ლელო გაიტანა, რომელიც თემურ სოხაძემ გარდასახა. შემდეგ ბაბუნაშვილმა ჯარიმით შეძლო 3 ქულის მოპოვება, გაწითლებულ დროში კი ირაკლი გეგენავამ მიითვალა ლელო და ტაიმი 12:17 დასრულდა.
მეორე ნახევარი კი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველივე წუთებში საჯარიმო ლელო ჩაიწერეს აქტივში, შემდეგ კი ლაშა შალიკაშვილმა და სანდრო ფურცხვანიძემ კიდევ ორჯერ შეძლეს "ყოჩების" დალელოვება, ორივე გარდასახვა კვლავ ბაბუნაშვილმა შეასრულა ზუსტად და კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ერთადერთი შედეგიანი შეტევის განხორციელება ბოლო წუთზე შეძლეს, ნიკა ბიწაძემ ლელო დადო და სხვაობა შემცირების გარდა, "აიას" ბონუს ქულა წაართვა, რომელიც ქუთაისელებს იმის გამო ერგებოდათ, რომ მეტოქეზე სამი ლელოთი მეტი ჰქონდათ დადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ლელოების შეფარდება 3:5 იყო და პრემიალური ქულა დაკარგეს - 17:44.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.