სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის მეცხრამეტე ტური დღეს იწყება. თბილისის დროით 23:45 საათზე "ლა როშელი" საკუთარ მოედანზე "ბაიონს" ეთამაშება. სტუმარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნება საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე.
შაბათს ოთხი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან ქართველ მორაგბეებს ორ მატჩში ვიხილავთ. 18:15 საათზე "რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" "ბორდოს" დაუხვდება. პარიზელთა მარქაფაშია მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ამავე პოზიციაზე ჟირონდელთა თადარიგშია ლექსო ყაულაშვილი.
21:15 საათზე "მონპელიე" - "ლიონის" დაპირისპირდება დაიწყება. მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნება მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება.
კვირას "პო" საკუთარ მოედანზე "ბრივს" ეთამაშება და სტუმართა რიგებში, სავარაუდოდ, რამდენიმე ქართველს ვიხილავთ. ასევე ჩვენებურების მოლოდინში ვართ, ტურის დასკვნით მატჩში, რომელშიც "ტულონი" შინ "სტად ფრანსეს" ეთამაშება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.