სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა, "ნევერის" ფიჯელი გარემარბი ჯოსაია რაისუკე ხუთკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
26 წლის ფიჯელმა ფრთამ 8 იანვარს "ბეზიესთან" გასვლაზე მოგებული (30:25) მატჩის საფინალო სასტვენისთანავე, სიხარულისგან გამოწვეული ემოციები ვერ შეიკავა და შეხვედრის მთავარი მსაჯი ლორენ მილოტი ხელში აიყვანა და ჰაერში აწია, რის გამოც უმალ წითელი ბარათით დაისაჯა. მოგვიანებით, რაისუკემ ბოდიში მოიხადა, აღნიშნა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს და მსაჯისთვის რაიმეს დაშავება არც უფიქრია.
საბოლოო ჯამში, სადისციპლინო კომიტეტმა ვერ დაინახა ეპიზოდის "სასაცილო მხარე" და ფიჯელი მორაგბე ხუთკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, როგორც "მატჩის ოფიციალური პირის მიმართ ქმედების" და "მატჩის ოფიციალური პირის უფლებების უპატივცემულობის გამო".
აღსანიშნავია, რომ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში ბევრი გულშემატკივარი არ დაეთანხმა, რომლებიც თვლიან, რომ რაისუკეს ქმედებაში საშიში ან აგრესიის მსგავსი რაიმე დეტალი საერთოდ არ ყოფილა და ეს იყო მხოლოდ სიხარულისგან გამოწვეული პოზიტიური ეპიზოდი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.