სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

16 იანვარს 14 საათზე დიდი 10-ის 2021 წლის გახსნითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შევარდენის სარაგბო ბაზაზე პატარძეულის "ვეფხვები" და რუსთავის "ხარები" დაუპირისპირდებიან. ეს არის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრა.
პატარძეულელთა პრობლემების შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ. მათი სარაგბო ბაზის დიდი 10-ის სტანდარტებზე მოყვანა კვლავ ვერ ხერხდება, რის გამოც პატარძეულელები უკმაყოფილონი არიან, ამას საჯაროდაც აღარ მალავენ და რასაკვირველია, არც გაემტყუნებათ, რადგან დიდი 10-ის მატჩებისთვის მასპინძლობას ვინ ჩივის, ისინი საკუთარ ბაზაზე ვარჯიშსაც ვეღარ ახერხებენ და დროებით, თბილისში, ვაზისუბანში მდებარე "არმაზის" ბაზაზე დაიდეს ბინა. ამრიგად, "ვეფხვებს" კვლავ სხვა სტადიონზე მოუწევთ საშინაო მატჩის ჩატარება და როგორც ჩანს, ახლო მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ამ მომენტისთვის, ეს გუნდები დიდი 10-ის "ა" ჯგუფში ბოლო და ბოლოსწინა მეხუთე და მეექვსე პოზიციებს იკავებენ. "ვეფხვებმა" პირველ ტურში თელავში "ლელო სარასენსი" დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა და ოთხი ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო "ხარებს" ოთხი მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც ერთი აქვთ მოგებული და მათაც "ლელო სარასენსის" დამარცხება შეძლეს. გარდა ამისა, მათ ორი დაცვითი ბონუს ქულა აქვთ აღებული და ექვსი ქულით მეხუთეზე არიან.
ისიც სათქმელია, რომ "ვეფხვებს" მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი მოთამაშე ჰყავდათ ტრავმირებული და ამ მხრივ, ხვალისთვისაც არაფერი შეცვლილა. "ხარებთან" მატჩს გამოტოვებენ: მეორე/მესამეხაზელები ვეფხო უსტიაშვილი, თორღვა ქაცანაშვილი, თენგო ტეტიაშვილი, ანრი გორდაშვილი, ბაჩო წიქარიშვილი, ფრთა გიორგი ზუკაკიშვილი, ფულბექი ლაშა გურგენიძე, მარჯვენა ბურჯები ლექსო მუჩიაშვილი და ლევან ნაკვეთაური.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალინდელი მატჩისთვის დანაკლისი არ აქვს რუსთავის "ხარებს" და 2021 წლის პირველ რკენას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
"ყოველთვის, თამაშისწინა მოლოდინი არის გამარჯვება და ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით გვჭირდება ძალიან ეს გამარჯვება. გარკვეული ხარვეზებით დავიწყეთ ეს ჩემპიონატი, სამი წაგება გვაქვს და ერთი მოგება გვაქვს და თუ გვსურს, რომ მოვხვდეთ საჩემპიონო პლეი-ოფში აუცილებლად გვჭირდება გამარჯვებები", - განაცხადა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა მამუკა მინდორაშვილმა.
შემადგენლობები
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.