ბექა გიგაშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ გასვლაზე გამარჯვება დიდ თავდაჯერებულობას მოგვცემს"

ბექა გიგაშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ გასვლაზე გამარჯვება დიდ თავდაჯერებულობას მოგვცემს"

კვირას ტოპ 14-ის მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" "ტულონს" მიიღებს.

"რასინგ 92"-ს ამ მომენტისთვის 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 41 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა თუ ამ ორ გადადებულ მატჩს მოიგებს, მაშინ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო წინსვლა შეეძლება. "ტულონს" კი 33 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. 

"ტულონი" საკუთარ "სტად მაიოლზე" ბრწყინვალედ ასპარეზობს და ექვსიდან ექვსი მოგება აქვს, მაგრამ გასვლაზე საშინლად ასპარეზობს და ექვსიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს, ისიც "აჟენთან", რომელსაც 14/14 წაგება აქვს და ცალი ფეხით უკვე პრო დ2-შია დაქვეითებული.

მოახლოებული შეხვედრის წინ, ფრანგ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს ნაკრების და "ტულონის" ბურჯმა ბექა გიგაშვილმა. "ბორჯღალოსანების" მორკინალის თქმით, მასაც უჭირს ახსნას ის განსხვავება და სირთულე, რაც მისი გუნდისთვის საშინაო და საგარეო მატჩებს შორის არსებობს. 28 წლის მორაგბის თქმით, "ტულონს" ძალიან მაღალი დონის კოლექტივი ჰყავს და გასვლაზე წარმატებული თამაში შეუძლია, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "რასინგ 92"-ის ნაირ ძლიერ მეტოქესთან სტუმრად გამარჯვება, რაც "ტულონს" დიდ თავდაჯერებულობას მისცემს.

"მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას ეს სირთულე. გულწრფელად რომ გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ჩვენ საკმაოდ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენ ვერ ვმართავთ თამაშის ცვლილებას. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე მისსავე სტადიონზე სწრაფადვე შევავიწროვოთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, რადგან გასახდელში ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი ხარისხის კოლექტივი და ეს ხარისხი მოედანზე თავიდანვე უნდა გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გასვლაზე გამარჯვება ჩვენ დიდ თავდაჯერებულობას მოგვცემს.

"რასინგ 92" არის გუნდი, რომელიც შესანიშნავ რაგბის გვთავაზობს, ასე რომ, ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ კონცენტრირება, საკუთარი თამაშის დალაგება და დისციპლინაში კარგად ვითამაშოთ. ჩემი გუნდის მჯერა და თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც აღვნიშნე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ "რასინგის" დამარცხებას", -
განაცხადა გიგაშვილმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)