ოფიციალურად: იაპონიის ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაიდო

ოფიციალურად: იაპონიის ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაიდო

იაპონიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ტოპ ლიგის დაწყების თარიღი გადაიდო.

ტურნირი შაბათს 16 იანვარს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე კლუბის ბანაკში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად დამძიმდა და იაპონიის რაგბის კავშირი იძულებული გახდა, რომ ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაედო.

საერთო ჯამში, ტოპ ლიგის კლუბებში კორონავირუსის 62 შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი 24 შემთხვევა "ქენონ იგლის" რიგებში დადასტურდა, 13 ინფიცირებულია "ტოიოტა ვერბლიცში" და 7 "სანტორი სანგოლიასში". იაპონიის რაგბის კავშირმა ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ იცოდა და სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2 მატჩი, რომლებშიც ამ გუნდებს უნდა ეთამაშათ, გადადებული იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსის შემთხვევები კიდევ სამ გუნდში გამოვლინდა: "კობელკო სტილერში" 10 მორაგბეა დაინფიცირებული, "ტოშიბა ბრეივ ლუპუსში" 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო "გრინ როკეტსში" ტესტირებამ სამი დადებითი შემთხვევა აჩვენა. აქედან გამომდინარე, მთლიანად ჩემპიონატის დაწყების თარიღის გადაწევა მოუწიათ.

იაპონიის რაგბის კავშირის ცნობით, ჩემპიონატი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თებერვლის დასაწყისში ან შუა რიცხვებში დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)