ოფიციალურად: 6 ერის ეგიდით გასამართი ორი ტურნირი გადაიდო

ოფიციალურად: 6 ერის ეგიდით გასამართი ორი ტურნირი გადაიდო

დღეს 6 ერის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციის ეგიდით გასამართი ორი ტურნირი გადაიდება და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თებერვალ-მარტში აღარ გაიმართება.

საუბარია, კაცთა 20-წლამდელთა და ქალთა ტურნირებზე. სავარაუდოდ, აღნიშნული შეჯიბრებები გაზაფხულის ბოლოს/ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.

ჯერჯერობით, დღის წესრიგშია კაცთა 6 ერის ტურნირის დაგეგმილისამებრ ჩატარება, თებერვალ-მარტში, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მისი გადახედვაც მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ არაფერი, შეიცვალა, 6 ერის გათამაშება სტარტს 6 თებერვალს იტალია - საფრანგეთის მატჩით აიღებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)