ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ ბაიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძემ ბაიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე "ბაიონში" რჩება - აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მიქაუტაძე "ბაიონს" ოქტომბერში ტრავმირებული ასიერ უსარაგას სამედიცინო ჯოკრად, სამი თვით შეუერთდა. ახალი შეთანხმების მიხედვით კი, "ბორჯღალოსნების" მორკინალი ბასკეთში მინიმუმ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მიქაუტაძემ "ბაიონში" 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ის საფრანგეთში 2009 წელს ჩავიდა და "აჟენში" ჩაირიცხა, რომლის ესპუარებშიც ერთი წელი ითამაშა და შემდგომ "ტულონს" მიაშურა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში 55 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო გაიტანა, 2016 წელს კი "მონპელიეში" გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა და 63 თამაშში 1 ლელო დადო. კონსტანტინეს საქართველოს ნაკრებში 66-ჯერ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)