სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბოლო დღეებში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ნაკრებს, შესაძლოა, წლევანდელ 6 ერში მონაწილეობა არ მიეღო. ამის მიზეზად ის გამკაცრებული შეზღუდვებია, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" სწრაფად გავრცელების შესაჩერებლად შემოიღო და საზღვრები ჩაკეტა. როგორც იცით, ამის გამო უკვე გადაიდო ევროპის ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები.
6 ერის შესაძლო გამოტოვებაზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრები 6 ერზე ჩვეულებრივად ითამაშებს. მისი თქმით, ისინი მკაცრად დაიცავენ ჯანმრთელობის აბსოლუტურად ყველა პროტოკოლს, მათ შორის ახალ ე.წ. "ბრიტანულ შტამზე" მორგებულს.
ლაპორტის სიტყვები კი სულ მალე საფრანგეთის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაამყარა, რომელმაც 2021 წლის 6 ერის პირველი ტურის მატჩისთვის, საფრანგეთის ნაკრების გაფართოებული 37-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა. "ლე ბლე" შეკრებას 24 იანვრიდან დაიწყებს, ხოლო პირველ შეხვედრას 6 თებერვალს გასვლაზე იტალიის წინააღმდეგ გამართავს.![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.