ვეფხვები: "არაერთი დაპირების მიუხედავად, ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად"

ვეფხვები: "არაერთი დაპირების მიუხედავად, ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად"

ფოტო - პატარძეულელებს ვარჯიში ამჯერად ვაზისუბანში, "არმაზის" ბაზაზე მოუწიათ. 

რამდენიმე წუთის პატარძეულის "ვეფხვებმა" სოციალურ ქსელში დღევანდელი ვარჯიშის ფოტოები დადო.

აღსანიშნავია, რომ კახელები მშობლიური პატარძეულის ნაცვლად, თბილისში ვაზისუბანში არსებულ "არმაზის" სარაგბო ბაზაზე ვარჯიშობენ, რომელიც დაქირავებული აქვთ. ამის მიზეზი კი კვლავ ინფრასტრუქტული პრობლემებია, რომელიც დიდი ხანია არსებობს. როგორც იცით, "ვეფხვების" სტადიონი დიდი 10-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამის გამო, მათ საშინაო მატჩების ჩატარება სხვადასხვა ლოკაციებზე უწევთ.


პატარძეულელები წერენ, რომ მათ არაერთი დაპირება მიიღეს, თუმცა ინფრასტრუქტურა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ისინი პოსტის ბოლოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მიმართვენ. 

"ვეფხვების" #მომთაბარეობა გრძელდება, შემდეგი დროებითი "თავშესაფარი" ვაზისუბანში არსებული არმაზის ბაზაა, სადაც პატარძეულელები "ხარებთან" გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. 

უამრავი შეხვედრის, კონსულტაციისა და  მიღებული არაერთი დაპირებისა  მიუხედავად, ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად, რომლის გამოც: 

"ვეფხვები" გასული წლიდან ვერ სარგებლობენ საშინაო თამაშების მიღების უპირატესობით ;
მიმდინარე წლიდან კლუბის ადმინისტაცია იძულებული გახდა დროებით ექირავა ვაზისუბნის სარაგბო ბაზა ვარჯიშების ჩატარების მიზნით;

'ვეფხვები' წარმოადგენს კახეთის ფლაგმანს, საქართველოს რაგბის  უმაღლეს ლიგაში, ზემოაღნიშნული კი მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას! ", - ვკითხულობთ "ვეფხვების" ფეისბუქ გვერდზე.
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)