სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში "ტულუზმა" საკუთარ კედლებში "სტად ფრანსე" მიიღო და 48:24 აჯობა.
საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა შვიდი ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო საპასუხოდ სამი მიიღო. ტაიმი 22:3 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი შედარებით თანაბარი გამოდგა. მასპინძლებს ბონუს ქულაც ერგოთ. დუბლი გაიფორმეს მატის ლებელმა და იოან უჟემ, თითო ლელო ანტუან დუპონმა და ანტუან მიკელმა დადეს, ხოლო ერთ შემთხვევაში მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. პარიზელთაგან ლელოები მარკოს კრემერმა, ჯონათან დანტიმ და რაიან შაპუმ დადეს.
"სტად ფრანსეს" მარქაფაში იყვნენ ქართველი ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე. კაკოვინი თამაშში 39-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო გიორგი მელიქიძე მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.
"ტულუზმა" 47 ქულა დააგროვა და ტოპ 14-ს სათავეში ჩაუდგა, თუმცა ამ ტურში "ლა როშელის" მატჩი გადაიდო, რომელსაც 43 ქულა დარჩა და ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, კვლავ გალიდერდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.