სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს ტოპ 14-ის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბრივი" "სტად მუნისიპალზე" "მონპელიეს" დაუხვდა და უდრამატულესი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძლებმა პირველი ნახევარი უშანსოდ 0:19 წააგეს და თითქოს არანაირი შანსი აღარ ჰქონდათ, მაგრამ მეორე ტაიმში აბსოლუტურად სხვა გუნდი გამოვიდა მინდორზე, 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. ბრიველებმა საშინელი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს - ვასილ ლობჟანიძემ კარგი გარღვევა განახორციელა, რომელიც მოჰამედ აუასმა მაღალი ბოჭვით შეასრულა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო ენცო ერვემ "ბრივს" პირველი ქულები მოუტანა ზუსტი ჯარიმით. ერვემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 50-ე წუთზე ვიქტორ ლებასმა ლელო დადო, რომელიც ასევე ერვემ გარდასახა. სტუმრებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, სამაგიეროდ სამი მორაგბე გაუსინბინეს. 53-ე წუთზე კობუს რეინახი გააყვითლეს, ხოლო 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 16:22 იყო იანს ვან რენსბურგი გაასინბინეს. ბრიველებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს, ბოლო წუთზე 5-მეტრიანიდან მოლი ააგორეს და ბურთი ლელოში შეიტანეს, ერვემ კი გარდასახვა გაიტანა და "ბრივმა" ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.
ლობჟანიძემ 47-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ბოლო წამებზე მინდორზე დაბრუნება მოუწია, ხოლო მარჯვენა ბურჯმა ლუკა ჯაფარაძემ მოედანზე 61 წუთი გაატარა. "მონპელიეს" რიგებში მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი 51-ე წუთზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ "ბრივმა" 22 დეკემბერსაც დაახლოებით ასე იმარჯვა. პირველი ტაიმი "კასტრთან" გასვლაზე უშანსოდ 6:21 დათმო, მეორე ნახევარში კი მშვენივრად ათამაშდა და 25:24 იმარჯვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.