ანტუან დუპონის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - შესანიშნავი სალელოვე გადაცემა და ლელო (VIDEO)

ანტუან დუპონის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - შესანიშნავი სალელოვე გადაცემა და ლელო (VIDEO)

ტოპ 14-ის მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში "ტულუზმა" საკუთარ კედლებში "სტად ფრანსე" მიიღო და 48:24 აჯობა.

მასპინძელთა რიგებიდან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა საფრანგეთის ნაკრების ჰავბექმა ანტუან დუპონმა, რომელმაც 50-ე წუთზე შესანიშნავი სალელოვე გადაცემა მიითვალა. ტომა რამოსმა საკუთარი 22-დან მოედნის ცენტრში დაარტყა ბურთი, რომელიც ისე ახტა, რომ ახალგაზრდა ცხრიანს ჩაუვარდა ხელში, ამ უკანასკნელმა კი წამიერად აუღო შექმნილ ვითარებას ალღო, უმალ მაქსიმ ლებელის გაუშვა ბურთი და თანაგუნდელს დუბლი შეასრულებინა. გარდა ამისა, დუპონმა მე-20 წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა, როდესაც სოფიან გიტუნს დაუფასა კარგი თამაში, ბოლომდე მიჰყვა და მეტოქის ლელოც აიღო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)