რუმინეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

რუმინეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

როგორც იცით, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის აქამდე ორჯერ გადადებული ბოლო ტურის მატჩები 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

უკვე ცნობილია ერთი მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი: რუმინეთის ნაკრები კვირას 7 თებერვალს თბილისის დროით 17:30 საათზე ბელგიას უმასპინძლებს. შეხვედრა ქალაქ კრაიოვაში "სტადიონულ იონ ობლემენკოზე" გაიმართება, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და 30983 ადამიანს იტევს.

აღნიშნული მატჩისთვის მზადებას რუმინეთის ნაკრები დღეიდან შეუდგა. მოსამზადებელი შეკრების პირველი ეტაპი ქალაქ იზვორანში შედგება, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. დღეს 10 იანვარს "მუხებს" სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარათ, ჩატარებულიყო კოვიდტესტები და აქედან მოყოლებული, ბელგიასთან მატჩისთვის სრულფასოვანი წვრთნა დაიწყება. რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა 10-17 იანვრის შეკრებისთვის 37 მორაგბე გამოიძახა, 19 მორკინალი და 18 უკანახაზელი - მხოლოდ რუმინეთის ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეები, ხოლო ლეგიონერები მოგვიანებით, დასკვნითი შეკრებისთვის შეუერთდებიან.

"მუხების" 37-კაციანი შემადგენლობა ასეთია:


ამ მატჩში დამარცხებული უდიდესი ალბათობით ბოლო ადგილზე გავა და 20 ან 21 თებერვალს პლეი-აუტში ნიდერლანდებს შეხვდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)