როგორ აფასებენ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე?

როგორ აფასებენ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე?

როგორც იცით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა. 

6 იანვარს 15:03 საათზე საჯარო რეესტრში განცხადება ირაკლი აბუსერიძემ შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას.

იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

აღნიშნულთან დაკავშირებით, გაგაცნობთ ირაკლი აბუსერიძის, ბაჩო ხურციძის და გოჩა სვანიძის მოსაზრებებს. 

ირაკლი აბუსერიძე: "ახალი საარჩევნო ყრილობის ჩატარება გამორიცხულია, რადგან ყრილობა კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ლეგიტიმური იყო. რაგბის კავშირის ყრილობა უმაღლესი ორგანოა, გამგეობაზე და პრეზიდენტზე მაღლა დგას და ამიტომ სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა. შეტანის დროს არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდა, რის გამოც ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს დახარვეზება. ეს არის ნორმალური პროცესი, საჯარო რეესტრი ყოველთვის, სანამ საქმეში ბოლომდე არ გაერკვევა, თავს იკავებს დარეგისტრირებისგან."

ბაჩო ხურციძე: "თავიდანვე ვამბობდი, რომ 30 დეკემბრის განმეორებითი არჩევნები ვადების დარღვევით იყო დანიშნული და არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ლეგიტიმური არ იყო. საჯარო რეესტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რეესტრში ვერავინ წარადგენს იმ დოკუმენტს, რაც არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის, ეს მხოლოდ მორიგი, სწორად დანიშნული საარჩევნო ყრილობის ოქმი იქნება. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახლო მომავალში ახალი საარჩევნო ყრილობის დანიშვნაა."

გოჩა სვანიძე: "რეესტრი ოდნავ გასცდა უფლებამოსილებას, მაგრამ დასმულ კითხვებზე გაეცემა პასუხი საპასუხო განცხადებაში. ისე კი წესით ეს განცხადებაც უნდა დაერეგისტრირებინათ, თუმცა ამ განცხადების შემდეგ, რომელიც შევა რეესტრში აბუსერიძის მხრიდან, ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხელს არ შეუშლის რეგისტრაციას. არც აქამდე არ უნდა მომხდარიყო ხელის შეშლა, მაგრამ გასაგებია, რადგან დაინტერესებულმა პირმა შეიტანა საპასუხო განცხადება, რეესტრს გაუჩნდა კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა." 

აქვე იხილეთ - 30 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად - საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)