ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი უოსპსის მორაგბეა

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი უოსპსის მორაგბეა

22 დეკემბერს გაუწყეთ, რომ არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ლაშა ჯაიანი ინგლისურ "უოსპსში" ითამაშებდა.

ახლა კი გეტყვით, რომ აღნიშნული ტრანსფერი "უოსპსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა და საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი "ბზიკების" წევრია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლაშა ქოვენთრიში დეკემბრის ბოლოს ჩავიდა და გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს.

22 წლის ჯაიანმა საქართველოს ნაკრებში 6 კეპი მოხვეჭა მოასწრო. მას დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემოდგომის ერთა თასზე 4-ჯერ ითამაშა, საიდანაც 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ლაშასთვის ინგლისში ასპარეზობა უცხო არ გახლავთ, ის დიდი ხნის განმავლობაში ექსეტერის უნივერსიტეტში თამაშობდა, ზაფხულში კი სამშობლოში დაბრუნდა და მარნეულის "არმაზს" შეუერთდა, თუმცა სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე მას დიდ 10-ში არ უთამაშია. ლაშას ასევე უთამაშია 2017 და 2018 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. 


შეგახსენებთ, რომ "უოსპსში" კიდევ ერთი ქართველი მორაგბე ზურაბ ჟვანია ასპარეზობს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)