სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პარასკევს პრო დ2-ის მეთხუთმეტე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომლებში მონაწილეობასაც 13 ქართველი მორაგბე მიიღებს.
"ბიარიცი" საკუთარ მოედანზე "ვალანს რომანსს" დაუხვდება. ბასკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში არიან ბურჯები უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თადარიგშია ლუკა აზარიაშვილი, ხოლო ვალანსელთა სასტარტო თხუთმეტეულშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული.
"რუანი" შინ "ორიაკს" ეთამაშება. ნორმანდიელთა მარქაფაში არიან მარცხენა ბურჯი კახა ასიეშვილი და შუამარბი თამაზ მჭედლიძე. ორიაკელთა ძირითადში იქნებიან კვაჭი ლუკა ნიორაძე და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მარჯვენა ბურჯი ჯემალ შატირიშვილი შეცვლაზე შევლენ.
"ანგულემი" "სტად შანზიზე" "მონ-დე-მარსანს" მიიღებს. მასპინძელთა ძირითადშია მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ზაურ თევდორაშვილი მარქაფაშია.
სამივე ზემოხსენებული მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი მატჩი, რომელშიც "ბეზიე" "ნევერს" მიიღებს 23:45 საათზე აიღებს სტარტს. ნევერელთა ძირითადში იქნება მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.