სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2020/2021 წლების ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, რომელიც 15-16 იანვარს შედგება, ისტორიული იქნება იმ კუთხით, რომ პირველად ევროთასების ისტორიაში ორი ქალბატონი იმსაჯებს.
ჩელენჯ თასზე აქამდე მხოლოდ ერთ ქალ არბიტრს ჯოი ნევილს უმსაჯია, ახლა კი მას ერთბაშად ორი ქალბატონი შეემატება. 15 იანვარს ფრანგული "აჟენი" საკუთარ მოედანზე იტალიურ "ბენეტონს" დაუხვდება. მთავარი მსაჯი 30 წლის ინგლისელი სარა კოქსი იქნება, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობი უნდა იყოს, რადგან 2019 წელს კონტინენტის ფარის მატჩში თბილისში "ლოკომოტივი" - "ფიამე ორო რომას" მატჩი განსაჯა. კოქსს განვლილ სეზონში პრემიერშიპში მსაჯობაც ანდეს, ოღონდ გვერდითი მსაჯის როლში.
16 იანვარს ინგლისური "ნიუკასლ ფალკონი" შინ ფრანგულ "კასტრს" ეთამაშება. ამ მატჩს 27 წლის შოტლანდიელი ქალბატონი ჰოლი დევიდსონი განსჯის. მას უმსაჯია 7-კაცა მსოფლიო თასზე, ქალთა 6 ერზე, 7-ქალას მსოფლიო სერიებზე, რაგბი ევროპაზე და სხვა ტურნირებზე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.