ნიკა ამაშუკელი: "დამატებითი წნეხია ჩემზე, რადგან მხოლოდ მე ვარ მეორე დონის ქვეყნებიდან"

ნიკა ამაშუკელი: "დამატებითი წნეხია ჩემზე, რადგან მხოლოდ მე ვარ მეორე დონის ქვეყნებიდან"

16-17 იანვარს 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. ამ რაუნდში ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერება.

საქმე იმაშია, რომ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა თასზე ქართველი იმსაჯებს. 26 წლის ნიკა ამაშუკელი, რომელიც ჩელენჯ თასს უკვე გაუშინაურდა და ამ ტურნირის თამაშებს მესამე სეზონია უძღვება, ამჯერად ჩემპიონთა თასის მატჩზე მოგვევლინება მთავარ მსაჯად. ის 17 იანვარს "პარიზ ლა დეფენს არენაზე" ფრანგული "რასინგ 92"-ის და ინგლისური "ჰარლექუინსის" დაპირისპირებას განსჯის. 

გარდა ამისა, ამაშუკელი იმსაჯებს ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის შეხვედრას, რომელშიც ფრანგული "ბაიონი" 22 იანვარს იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, Myrugby.Ge ნიკა ამაშუკელს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა. 

საუკეთესო საახალწლო საჩუქარი - ჩემპიონთა თასის მატჩზე დანიშვნა

არ ველოდი მართლა და შესანიშნავი სიურპრიზი იყო. ჩემმა მენტორმა დევიდ მაქიუმ და მენეჯერმა ლუკა კილასონიამ ბედობას მითხრეს ეს სიახლე. რა თქმა უნდა სიმბოლური დატვირთვით.

პირველი ქართველი მსაჯი ჩემპიონთა თასზე

პირველ რიგში უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი ქვეყნის და რაგბის კავშირის წინაშე. შემდგომ ეს ნიშნავს უკვე ჩემი ოცნების ასრულებას, ვინც მიცნობს იცის როგორ სიყვარულს გამვიცდი რაგბის მიმართ.

განსხვავება ჩელენჯ თასსა და ჩემპიონთა თასს შორის

პირველ რიგში ეს ორი ტურნირი განსხვავდება წნეხით და გუნდების მიზნებით. თუ ჩელენჯ თასზე გუნდები არ ხარჯავენ რესურსებს სრულფასოვნად, ჩემპიონთა თასი სულ სხვაა. მითუმეტეს, როცა ინგლისურ-ფრანგული შეხვედრაა, აქ დანდობა არ არსებობს. გუნდებს სჭირდებათ გაორმაგებული კონტროლი, ინტენსივობას კი სერიოზული მართვის თვისებები.

მომდევნო მიზანი ჩემპიონთა თასზე მსაჯობის შემდეგ

გავაგრძელო ამ სტანდარტით მუშაობა. რთულია ამ ვითარებაში მომავალზე საუბარი. დამატებითი წნეხია ჩემზე, რადგან თითოეული ჩემი დანიშვნა ასეთ თამაშზე ნიშნავს, რომ ელიტარული ქვეყნის რომელიღაცა მსაჯი თამაშის გარეშე რჩება... რადგან მხოლოდ მე ვარ მეორე დონის ქვეყნებიდან და ეს ძალზედ ჩაკეტილი სისტემაა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"