სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა.
გუშინ 15:03 საათზე საჯარო რეესტრში განცხადება ირაკლი აბუსერიძემ შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას.
იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე.
საჯარო რეესტრის დასკვნაში ვკითხულობთ:
4. დასკვნა:
4.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.
4.2. საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:
4.2.1. შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება.
4.2.2. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს - 30 კალენდარული დღე.
4.2.3. რეგისტრაციის მიზნით, წარმოსადგენია ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ცვლილების თაობაზე (კრების ოქმი).
4.2.4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.2.5. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომსახურებისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.2.6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 24 თებერვალს კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, განმეორებითი არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 20 მარტს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები კორონავირუსის პანდემიის დაწყების და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო უვადოდ გადადებულიყო, რასაც მხარი ყველა მხარემ დაუჭირა. ამის შემდეგ, 16 ივლისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს და მათ შორის რაგბის კავშირს რეკომენდაციით მიმართა, რომ დაგეგმილი საარჩევნო ყრილობები დეკემბრის თვისთვის გადაედოთ. დეკემბრის ბოლოსთვის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ რაგბის კავშირის ნამდვილი წევრებიც (კლუბები) და აღნიშნული წერილი გასაჯაროვებულია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.