სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის გამოტოვებულ მატჩში "ლიონი" "სტად ჟერლანზე" "მონპელიეს" დაუხვდა და 24:20 სძლია.
სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, ხოლო გელა აფრასიძემ თამაში ფრთის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა მატჩის დებიუტში მგეზავმა ტომა დარმონმა ტრავმა მიიღო და ბენუა პაიოგმა ათი ნომრის პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო აფრასიძემ - ცხრაზე. ნარიაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ჩილაჩავა მე-60 წუთზე გამოცვალეს, თუმცა მალევე იანიკ აროიო დაშავდა და ქართველი დაბრუნდა, აფრასიძემ კი 80 წუთი ითამაშა.
ჩილაჩავამ, რომელმაც მიმდინარე ტოპ 14-ში პირველად ითამაშა 33-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც აფრასიძემ გარდასახა. საბოლოო ჯამში, "მონპელიემ" დაცვითი ბონუს ქულის აღება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ფილიპ სან ანდრეს. "მონპელიე" 18 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.