გელა აფრასიძეს უჩვეულო პოზიციაზე ვიხილავთ - ქართველი ცხრიანი ლიონთან ფრთაზე ითამაშებს

გელა აფრასიძეს უჩვეულო პოზიციაზე ვიხილავთ - ქართველი ცხრიანი ლიონთან ფრთაზე ითამაშებს

6 იანვარს ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის გადადებული მატჩი გაიმართება, რომელშიც "ლიონი" "სტად ჟერლანზე" "მონპელიეს" დაუხვდება.

აღნიშნულ მატჩში "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ფილიპ სან ანდრეს, რომელიც აქამდე სარაგბო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სადებიუტო მატჩისთვის საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე იმაშია, რომ "ლიონის" წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე მისთვის უჩვეულო ფრთის პოზიციაზე ითამაშებს. გელა ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. აფრასიძემ აქამდე მიმდინარე ტოპ 14-ში ორი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო დადო. ნარიაშვილი მეექვსე შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო ჩილაჩავა წლევანდელ ტოპ 14-ში პირველად გავა მინდორზე. 

"მონპელიეს" ტოპ 14-ში ათი მატჩი აქვს ჩატარებული და 17 ქულით ბოლოსწინა მეცამეტე ადგილზე იმყოფება. ზემოხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)