სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთის რაგბის კავშირმა და ტოპ 14-ის კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 6 ერის მთელი ტურნირის განმავლობაში, საფრანგეთის ნაკრებს თითოეული მორაგბის ხუთივე მატჩისთვის გამოძახება შეეძლება.
როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომის ტესტებზე ტოპ 14-ის კლუბებმა მორაგბეები მხოლოდ სამი მატჩით გაათავისუფლეს, რის გამოც შემოდგომის ერთა თასის ფინალში "ლე ბლემ" ინგლისის წინააღმდეგ 25 მორაგბის გარეშე ითამაშა და მესამე შემადგენლობით მოუწია მინდორზე გასვლა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო - ლელო, რომლითაც ინგლისმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, გაწითლებულ დროში მიიღეს, მეორე დამატებით ტაიმში კი ოუენ ფარელმა ჯარიმა გაიტანა და "უეცარი სიკვდილის" წესით (დამატებით დროში პირველი გატანილი ქულისთანავე მატჩი სრულდება - ავტ.) მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა.
2021 წლის 6 ერი სტარტს 6 თებერვალს აიღებს. საფრანგეთის ნაკრები პირველ ტურში გასვლაზე იტალიას დაუპირისპირდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.