2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ერთი მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ერთი მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ცნობილია

რუმინეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც "მუხები" ბელგიას უმასპინძლებენ, კვირას 7 თებერვალს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 17:30 საათზე).

შეხვედრა ქალაქ კრაიოვაში "სტადიონულ იონ ობლემენკოზე" გაიმართება, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და 30983 ადამიანს იტევს. მატჩის უმაყურებლოდ, ყველა სანიტარული ნორმის დაცვით გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია TVR1 განახორციელებს.

ცნობისთვის, დასრულდა რუმინეთის ნაკრების სტადიონის "სტადიონულ არკულ დე ტრიუმფის" სრულფასოვანი რეკონსტრუქცია, რომლის განახლებაც 36 მილიონი ევრო დაჯდა და არენა მატჩების მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია. სავარაუდოდ, რუმინეთის რაგბის კავშირს სტადიონის საზეიმო ვითარებაში გახსნა სურს, რომელზე დასწრებაც გულშემატკივრებსაც შეეძლებათ. ამჟამად კი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ეს გამორიცხულია.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის კიდევ ორი შეხვედრა 6 ან 7 თებერვალს გაიმართება: საქართველო რუსეთს უმასპინძლებს, ესპანეთი კი პორტუგალიას მიიღებს. ამ მატჩების გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აქამდე ორჯერ გადაიდო. 

ამ მატჩში დამარცხებული უდიდესი ალბათობით ბოლო ადგილზე გავა და 20 ან 21 თებერვალს პლეი-აუტში ნიდერლანდებს შეხვდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)