სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" მესამეხაზელის ბექა გორგაძის სამსახურით, "ბაიონი" დაინტერესდა - წერს ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი".
ზემოხსენებული გამოცემის ცნობით, ბასკური კლუბი მომდევნო სეზონისთვის ახალ რვა ნომერს ეძებს და მათ მიზანში საქართველოს ნაკრების 24 წლის მორაგბე მოექცა, რომელსაც ზაფხულში "ბორდოსთან" კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა, რომ ჟირონდული კლუბი დატოვოს.
გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა.
ბექამ წლევანდელ ტოპ 14-ში ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში და შემოდგომის ერთა თასის სამ შეხვედრაში დაეხმარა. სამწუხაროდ, გორგაძე 29 ნოემბერს ირლანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ცნობისთვის, "ბაიონს" მიმდინარე ტოპ 14-ში ცამეტი ტურის შემდეგ 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და გუნდი 21 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, თუმცა მათ ორი მატჩი გამოტოვებული აქვთ. ბასკური კლუბის რიგებში ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ხოლო ასევე მეორეხაზელი 20 წლის ლადო ჩაჩანიძე და 20 წლის მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი ესპუარებში ირჯებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.