გიგაშვილი დაბრუნდა, ტულონი გასვლაზე ბორდოსთან დამარცხდა (VIDEO)

გიგაშვილი დაბრუნდა, ტულონი გასვლაზე ბორდოსთან დამარცხდა (VIDEO)

© Icon Sport

ტოპ 14-ის მეცამეტე ტურში "ბორდომ" "სტად შაბან დელმაზე" "ტულონი" მიიღო და 31:18 დაამარცხა.

ტრავმა მოიშუშა და ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, რომელიც "ტულონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 65 წუთი გაატარა, ხოლო შემდეგ ლუკა ჭელიძემ შეცვალა. მასპინძელთა რიგებში კი თადარიგში იყვნენ ბურჯები ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე. ორივე მათგანი მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ. ლექსომ მთელი ტაიმი ითამაშა, ხოლო ლაშამ 64-ე წუთზე კვლავ ვადიმ კობილაშს დაუთმო ადგილი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)