რასინგ 92-მა კლერმონს გასვლაზე სძლია, გოგიჩაშვილმა შერკინებებში იყოჩაღა (VIDEO)

რასინგ 92-მა კლერმონს გასვლაზე სძლია, გოგიჩაშვილმა შერკინებებში იყოჩაღა (VIDEO)

© Getty Images Sport

ტოპ 14-ის მეცამეტე ტურში "კლერმონი" "სტად მარსელ-მიშელინზე" "რასინგ 92"-ს დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 22:24 დამარცხდა.

მასპინძლებმა ტაიმი 16:9 მოიგეს, მაგრამ შეხვედრის დასკვნითი 30 წუთი სუსტად ჩაატარეს და ის ათქულიანი უპირატესობა, რომელიც 50-ე წუთისთვის გააჩნდათ, გაანიავეს. პარიზელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, რომელიც მინდორზე 47-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში საკმაოდ კარგად ჩაერთო. მისი და ალი ოზის გამოსვლის შემდეგ, "რასინგ 92"-ის შერკინებამ "კლერმონი" რამდენჯერმე დააჯარიმა და პარიზელთა პირველი ლელო სწორედ შერკინების კარგ თამაშს მოჰყვა. გარდა ამისა, "ვულკანებს" ზედიზედ სამჯერ დაჯარიმებისთვის რაბა სლიმანი გაუსინბინეს. 

გამარჯვების მომტანი ლელო კი, ფინ რასელის ბრწყინვალედ გადაკიდებული ბურთის შემდეგ, საიმონ ზიბომ დადო, რომელმაც ბურთის ჰაერში დაუფლება მოახერხა, ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)