მონპელიემ გარბახოსა დაითხოვა - ქართველებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

მონპელიემ გარბახოსა დაითხოვა - ქართველებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

ტოპ 14-ის მეცამეტე ტურში "მონპელიემ" "სტად ალტრადზე" "ტულუზი" მიიღო და 9:16 დამარცხდა, რის შემდეგაც ბოლოსწინა მეცამეტე ადგილამდე დაიქვეითდა, რომელიც პლეი-აუტში პრო დ2-ის მეორე ადგილოსანთან გადასათამაშებელ მატჩში მონაწილეობას ნიშნავს.

ამ მატჩის შემდეგ, "მონპელიეს" ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს ხავიერ გარბახოსას შეხვდა და დეტალური ანალიზის შემდეგ გადაწყდა, რომ 44 წლის სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. 

შემცვლელია მისი ვინაობაც - ფილიპ სან ანდრე, რომელიც "მონპელიეს" სარაგბო დირექტორი გახლდათ, ხოლო იქამდე 2012-2015 წლებში საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში "მონპელიეში" ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გელა აფრასიძე, ალექსი ჭიჭიაშვილი და გიგი ლეშკაშელი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)