ლუი კარბონელს დროის გასვლის გამო, გატანილი ჯარიმა არ ჩაუთვალეს (VIDEO)

ლუი კარბონელს დროის გასვლის გამო, გატანილი ჯარიმა არ ჩაუთვალეს (VIDEO)

ტოპ 14-ის მეცამეტე ტურის გახსნით მატჩში "ბორდო" საკუთარ კედლებში "ტულონს" დაუხვდა და 31:18 იმარჯვა. 

მატჩის 48-ე წუთზე, როდესაც "ბორდო" 20:11 იგებდა, "ტულონმა" ჯარიმა მოიპოვა და ლუი კარბონელმა კარში დარტყმა გადაწყვიტა. ახალგაზრდა მგეზავს დარტყმის მოსამზადებლად უჩვეულოდ დიდი დრო დასჭირდა, ამისთვის განკუთვნილ 1 წუთში ვერ ჩაეტია და დარტყმისთანავე შეხვედრის მთავარი მსაჯის ლორენ კარდონას სასტვენის ხმა გაისმა, რომელმაც 60 წამის გასვლის გამო, კარბონელს გატანილი ჯარიმა არ ჩაუთვალა, რამაც ტულონელთა მთავარი მწვრთნელის პატრის კოლაზოს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია და მსაჯმა "ბორდოს" სასარგებლოდ შერკინება დანიშნა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)