"ეს ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო არჩათვლილი ლელო იქნება" - ბრისტოლს ბრწყინვალე ლელო გაუუქმეს (VIDEO)

"ეს ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო არჩათვლილი ლელო იქნება" - ბრისტოლს ბრწყინვალე ლელო გაუუქმეს (VIDEO)

პრემიერშიპის 2021 წლის გახსნით მატჩში "ბრისტოლ ბეარსი" "ეშტონ გეითზე" "ნიუკასლ ფალკონსს" დაუხვდა და 29:17 სძლია.

შეხვედრის 63-ე წუთზე "ბრისტოლმა" ულამაზესი შეტევა განახორციელეს, რომელიც 8 ნომერმა ნეითან ჰიუზმა ლელოთი დააბოლოვა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ვიდეორეფერმა გრემ ჰიუზმა შეამჩნია, რომ შეტევის დასაწყისში სემი რადრადრას ოფლოუდის შემდეგ ბურთი წინ წავიდა, შედეგად შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კრისტოფერ რიდლიმ ჰიუზთან კონსულტაციის შემდეგ ლელო გააუქმდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბრისტოლმა" სოციალურ ქსელებში აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო გამოაქვეყნა. გულშემატკივრები დანანებით აღნიშნავდნენ, რომ ამ ლელოს არჩათვლა საცოდაობა იყო და ეს იქნება ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო არჩათვლილი ლელო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)