გიგაშვილი ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - 2021 წლის პირველ სათამაშო დღეს 5 ქართველს ვიხილავთ

გიგაშვილი ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება  - 2021 წლის პირველ სათამაშო დღეს 5 ქართველს ვიხილავთ

დღეს ტოპ 14-ში 2021 წლის პირველი მატჩები გაიმართება. წლის გახსნითი შეხვედრა "სტად შაბან-დელმაზე" გაიმართება, რომელშიც "ბორდო" "ტულონს" უმასპინძლებს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი უბრუნდება. 28 წლის ბურჯმა ტრავმა 5 დეკემბერს საქართველო - ფიჯის მატჩის დასაწყისში მიიღო და ამის გამო, ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. გიგაშვილი დღევანდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის ნაცვლად შეცვლაზე კი 20 წლის ლუკა ჭელიძე შევა. ორ ქართველს ვიხილავთ მასპინძელთა რიგებშიც, ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე მარქაფაში არიან და ორივე მათგანს შეცვლაზე ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

ზემოხსენებული შეხვედრის დასრულდების შემდეგ, 20:30 საათზე "სტად ალტრადზე" "მონპელიე" - "ტულუზის" დაპირისპირება დაიწყება. მასპინძელთა თადარიგშია მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო დანარჩენი ქართველები განაცხადში არ არიან. 

ტოპ 14-ის მეცამეტე ტურის განრიგი:

2 იანვარი


18:15 ბორდო - ტულონი
20:30 მონპელიე - ტულუზი
21:00 აჟენი - ლა როშელი
21:15 ლიონი - კასტრი

3 იანვარი

21:00 სტად ფრანსე - ბრივი
00:05 კლერმონი - რასინგ 92

გადაიდო: ბაიონი - პო

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)