სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტრავმა მოიშუშა და შაბათს გასამართი მატჩისთვის, რომელშიც "ტულონი" გასვლაზე "ბორდოს" დაუპირისპირდება, სრულ მზადყოფნაშია.
ამის შესახებ, "ტულონის" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე 28 წლის ბურჯმა თავად განაცხადა.
"თავს კარგად ვგრძნობ და "ბორდოსთან" გასამართი მატჩისთვის 100%-ით მზად ვარ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და "ბორდოს" დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთოთ", - თქვა მან.
ბექამ კარგად იცის, რომ მის არყოფნაში ემერიკ სეტიანო კარგად თამაშობდა, რაც მის მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს.
"ემერიკ სეტიანო არის ძალიან კარგი მოთამაშე როგორც შერკინებაში, ასევე ღია თამაშში. ის მართლაც ძალიან ძლიერი, კარგი მორაგბეა და ეს რა თქმა უნდა, ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს", - ამბობს ბექა.
2021 წლისთვის ბექას "ტულონის" ირგვლივ მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - გახდეს მასთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი.
"2021 წელს მსურს, რომ გავხდეთ საფრანგეთის ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
შეგახსენებთ, რომ გიგაშვილმა ტრავმა 5 დეკემბერს საქართველო - ფიჯის მატჩის დასაწყისში მიიღო და მას შემდგომ არ უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.